რაზე ჩივიან ტუროპერატორები
„არ გვყავს პროფესიონალი კადრები: მათ შორის გიდები და მძღოლები, ასევე აუცილებელია, რომ გამართული იყოს ტრანსპორტი, რომელიც ტურისტებს ემსახურება.“- აღნიშნა ლალი ბოსტაშვილმა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით 2017 წელს გაიზარდა როგორც შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურების, ასევე ტურისტების რაოდენობაც. 2017 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან მთლიანობაში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.