გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები იმართება, სადაც ადრიანი დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანები

თბილისი, 9 მაისი — Sputnik.  ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები იმართება, სადაც ადრიანი დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანები.

გიორგი მარგველაშვილმა  ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ომის ვეტერანები.

„წელს ჩვენ ვაჯილდოებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ბრძოლაში. მადლობთ ამ დიდი გამარჯვებისთვის. ალბათ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა დააფასონ ამ ადამიანების ღვაწლი. ბუნებრივია, მათი პატივისცემა და მათთვის ყურადღების გამოხატვა, ჩვენთვისვე არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. პროცენტულად ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო საბჭოეთში შემავალ სხვა 14 რესპუბლიკასთან შედარებით. 

დღეისათვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0