როგორ უნდა გიყვარდეს ოქრო, რომ ციხეში გატარებულ ათწლეულად გიღირდეს

გამოწერა
მხოლოდ სარფის საბაჟოზე, ბოლო რამდენიმე კვირაში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ოქროს საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სარფის საბაჟო საზღვარზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 4 590  გრამი ოქრო უკანონოდ შემოიტანეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ინფორმაციით, საქონლის უკანონოდ შემოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინდა.

როგორც „Sputnik საქართველოს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს,  ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოიტანეს 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და ორი ერთეული ოქროს ზოდი.

პოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ოქროს ბირჟა გაძარცვეს

სამ შემთხვევაში დამნაშავეები ქვეყანაში ოქროს ნაკეთობების შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე  მიმაგრებული სახით ცდილობდნენ.

ნივთმტკიცებად საერთო ჯამში ამოღებულია 4 590  გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა  საბაჟო ღირებულება  429 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, („საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით („ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის საქონლის გადაადგილებასთან დაკავაშირებული წესის დარღვევა“) რომელიც ითვალისწინებს რვიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0