„მხოლოდ ქართულზე“ თბილისელი კონკურსანტები ლიდერობენ

© photo: Sputnik / Stringerპირდაპირი ტრანსლაციის სატელევიზიო კამერა
პირდაპირი ტრანსლაციის სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესამე ტურის შედეგებით საბა კემულარიამ და სოფო ბათილაშვილმა 95–95 ქულა დააგროვეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საბა კემულარია და სოფო ბათილაშვილი ტელეარხ Rustavi2-ზე მეგა-შოუ „მხოლოდ ქართულის“ მესამე ტურის უპირობო ლიდერები გახდნენ.

საბა კემულარია ზედიზედ მესამე ტური მაყურებელთა კენჭისყრის ლიდერია. სიმღერამ „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“ 27 წლის შემსრულებელს 50 ქულა მოუტანა.

პირველ ადგილს საბასთან 18 წლის თბილისელი სოფო ბათილაშვილი იყოფს. მან იმღერა სიმღერა „იაგუნდი“ და 45 ქულა მოიპოვა. თითოეულს ჯამში 95 ქულა აქვს.

მესამე ლაივის აუტსაიდერები  ბათუმელი ქრისტი შუშაძე და კახეთიდან ჩამოსული შოთა ლეგაშვილი გახდა. მაყურებელთა კენჭისყრის და ჟიურის ხმების შემაჯამებელი შედეგების მიხედვით პროექტი ქრისტიმ დატოვა.

მესამე ლაივის თემას ქალაქური სიმღერა წარმოადგენდა.

პირველი ადგილისთვის ბრძოლას შემდეგ ორშაბათს რვა მონაწილე გააგრძელებს.

პროექტი „მხოლოდ ქართული“ — ახალი მუსიკალური შოუ ტელეარხ Rustavi2-ზე. მონაწილეებმა სიმღერები მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა შეასრულონ. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია, მომღერალი სოფო ნიჟარაძე, მუსიკოსი, ტელეწამყვანი მარინა ბერიძე, მუსიკოსი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი და მომღერალი ლელა წურწუმია.

ყველა ახალი ამბავი
0