კრედიტის რეალური ღირებულება საქართველოში ორჯერ შემცირდება

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგეგმება, რომ კრედიტის რეალური ღირებულება მიმღებამდე სავალდებულო წესით მივიდეს და არ გადააჭარბოს წლიურ 50%-ს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს, დაეხმაროს მოსახლეობას, ნაკლები გადაიხადოს კრედიტისთვის და დაადგინოს წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტი 50%-ის დონეზე, აღნიშნულია უწყების Facebook-გვერდზე სოციალურ ქსელში.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტზე — ესაა განაკვეთი, რომელშიც გათვალისწინებულია აუცილებელი ფინანსური ხარჯები დროის განსაზღვრულ პერიოდში, მათ შორის საკომისიო. დაზღვევის გადასახადი, საურავი და ჯარიმები. 2018 წლის იანვრიდან ეს განაკვეთი წლიურ 100%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს რეფორმებზე. ერთ-ერთი საკითხი იქნება ის, რომ აუცილებლად უნდა დაწესდეს ჭერი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ბოლო დროს მასობრივი ხასიათი ჰქონდა იმას, რომ ადამიანი როცა სესხს იღებდა, კონტრაქტში უწერდნენ ერთ პროცენტს, ხოლო საკომისიოს, ჯარიმების, საურავის შემდეგ ეს პროცენტი იზრდებოდა ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ", — განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ეფექტურ საკრედიტო განაკვეთს სამართლებრივი მნიშვნელობა მიეცეს, რომელიც ყველა ხარჯებს მოიცავს.

„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს, როგორი იქნება მაქსიმალურად მისი პროცენტული ხარჯები. და განაკვეთის ჭერი კრედიტზე 50%-მდე უნდა შემცირდეს", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსისტ ვასილ რევიაშვილის აზრით, მთავრობის ახალი ინიციატივა ბანკებზე არ აისახება, რადგან ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ბანკებს დაავალდებულეს კრედიტის გაცემისას მოქალაქის გადახდისუნარიანობის შემოწმება.

მისი განცხადებით, ეს უფრო იმ ფინანსურ ორგანიზაციებს შეეხება, რომლებიც კრედიტს რისკის ჯგუფში შემავალ პირებზე გასცემენ.

სამშაბათს, 7 მაისს ამოქმედდა კრედიტის გაცემის ახალი წესები, რომლის თანახმად, კომერციულმა ბანკებმა კლიენტისგან გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოითხოვონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0