მაღრაძე: უნდა შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომ ახალ თაობას კარგი გარემო დავახვედროთ
„მე ჩემი განწყობით ვარ ორიენტირებული არა იმ პრობლემაზე, რაც დღეს არის, რომ ვიღაცა ვიღაცას წაეკინკლავა და ეს როგორ მოვაგვაროთ, არამედ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომ ჩვენ მომავალ თაობას კარგი გარემო დავახვედროთ და კარგი ჩვევები შევუმუშაოთ“, — განაცხადა გუგული მაღრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე რამდენიმე დღის წინ ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ, რადგან ეს დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მან თქვა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა. ამ ინიციატივამ ქართულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია.