„არტ-გენი" - ხალხური ფესტივალის პროგრამა

© press-service of Art-Geni festival„არტ-გენი"
„არტ-გენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ხალხური შემოქმედების პოპულარული ფესტივალი „არტ-გენი" (Art-Geni) აჭარის მაღალმთიან ქედაში 22 ივნისს გაიხსნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალი, ტრადიციულად, ჩატარდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. 24 ივნისს ფესტივალი აჭარიდან გურიაში გადაინაცვლებს. კონცერტი ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება. შემდეგ, 27 ივნისს კონცერტი წყალტუბოში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს — ცაგერში, მწვანე ამფითეატრში ჩატარდება.

თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს შემაჯამებელ კონცერტებზე ამავე რეგიონების შემოქმედება იქნება წარმოდგენილი. ასევე გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, საქართველოში პოპულარული მუსიკალური ჯგუფების გამოსვლა.

ღონისძიების სტუმრებისთვის მოეწყობა დასვენების ზონა ჰამაკებითა და ქართული სამზარეულოს კუთხეებით.

ყველა ახალი ამბავი
0