დაკარგული მოსწავლე პოლიციამ იპოვა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა თავს კარგად გრძნობს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ იპოვა 15 წლის თიკო ნიკოლაძე, რომელსაც ოჯახი და ახლობლები მეორე დღე ეძებდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისელი სკოლის მოსწავლე გაუჩინარდა

ამის შესახებ ინფორმაციას გოგონას ახლობლები ავრცელებენ.

პირველი არხის ინფორმაციით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.

ახლობლებმა დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართეს და გოგონას პოვნაში დახმარება სთხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გოგონა ბოლოს დედამ ნახა, რომელმაც გოგონა სკოლაში ორშაბათ დილით გააცილა. თუმცა, გოგონა სკოლაში არ მისულა.

ყველა ახალი ამბავი
0