თბილისის კლუბებმა ადამიანთა გარდაცვალებასთან კავშირი უარყვეს

© Facebook / BASSIANIღამის კლუბი Bassiani თბილისში
ღამის კლუბი Bassiani თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის კლუბების და კაფე-ბარების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სრულფასოვნად გამოიძიონ ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ახალი „საკლუბო ნარკოტიკის“ ინტოქსიკაცია მიიღეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. 30-მდე ღამის კლუბი, კაფე-ბარი და ფესტივალის ორგანიზატორი გამოვიდა ერთობლივი განცხადებით — მათ ცილისმწამებლური კამპანია უწოდეს ბრალდებებს, რომელიც მათ წაუყენეს ახალი „საკლუბო ნარკოტიკით“ ინტოქსიკაციისგან ადამიანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა — დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი >>

ერთ თვეში თბილისში ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა, კიდევ რვა ადამიანი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედია ამტკიცებს, რომ მიზეზი „მეფედრონის“ მოხმარება გახდა, თუმცა შსს-ს ექსპერტიზის შედეგები არ გამოუქვეყნებია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ღამის კლუბები, კერძოდ კი კლუბი Bassiani ნარკომანიის გამავრცელებელი დაწესებულებებია.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
სერგეენკო: არანაირი მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის

„სამწუხაროა, რომ ელექტრონული მუსიკისა და გართობის ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბების დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში“, — განაცხადა გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, კლუბები და კაფე-ბარები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული ახალგაზრდების გარდაცვალების გამოძიებით და მომხდარის ნამდვილი მიზეზების დადგენით.

„შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭიროს ჩვენს ინდუსტრიას. შეწყვიტონ მედიასაშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან. დროულად იქნას დადგენილი თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო“, — ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი

ამასთან, სამშაბათს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში ნარკორეალიზაციის სქემის გახსნის და ორი პირის დაკავების შესახებ. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ასაღებდნენ.

რა კავშირშია ბერა ივანიშვილი კლუბთან Bassiani >>

„შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებ-გვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე“, — ნათქვამია მიმართვაში.

კლუბებისა და ბარების მეპატრონეებმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩიეს გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დახმარება. მათ ასევე მოუწოდეს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0