კვირიკაშვილი: საქართველო რეფორმატორ და ლიდერ ქვეყნად აღიარეს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქვეყანაში ჩატარებული რეფორმებიდან გამომდინარე საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გამგზავრების წესები მკაცრდება >>

სამშაბათს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცა. კომისიაზე ასევე დაამტკიცეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს საამაყო ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველას მიერ აღიარებული ლიდერია განხორციელებული რეფორმებით, მიღწეული შედეგებით. მინდა, თქვენს ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ეს განცდა და ყველას გადასცეთ მადლობა. ჩვენი სტრატეგიული მიზანი — ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით და ყველა უწყების აქტიურობით მიიღწევა“, — განუცხადა კვირიკაშვილმა კომისიის წევრებს.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში გვარის შეცვლა კანონით მკაცრდება

2009 წელს საქართველო ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი გახდა, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას ითვალისწინებს. 2014 წლის ივნისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 2017 წლის 28 მარტიდან კი ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო უკმაყოფილება გამოხატეს. განსაკუთრებული აღშფოთება გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ.

„გასაგებია ის ვნებათაღელვაც, რომელიც მოსახლეობაშია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რასაც ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ, აქტიურ ქმედებებს“, — დასასრულს აღნიშნა კვირიკაშვილმა.

სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
შვედეთი საქართველოს: მოგვაშორეთ თქვენი კრიმინალები

ერთი წელი ვიზების გარეშე — ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს >>

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის აღკვეთას ემსახურება. ასე, აპრილის შუა რიცხვებში პარლამენტმა დაამტკიცა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად გვარის შეცვლის პროცედურა მკაცრდება. ამიერიდან საქართველოში დეპორტირებულ ან რეადმისიით დაბრუნებულ მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში ეკრძალებათ გვარის შეცვლა. გვარის შეცვლა არ შეეძლება იმ პირს, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე. 

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. შეხვედრის ბოლოს კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს მიმართა თხოვნით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ასევე ფართო კონსულტაციები გამართოს მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.


ყველა ახალი ამბავი
0