საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკის ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების ფორუმზე წარდგება

© FB / Vakhtang Gogokhiaვახტანგ გოგოხია
ვახტანგ გოგოხია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები 14-16 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ნიუ-იორკში დაგეგმილ კონფერენციაში Consensus Invest 2018, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელმა ვახტანგ გოგოხიამ.
საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკის ბლოკ ჩეინ ტექნოლოგიების ფორუმზე წარსდგება

„ფორუმზე იქნება წარმოდგენილი ბლოკჩეინთან დაკავშირებული სიახლეები. ჩვენ გვინდა მოვუყვეთ მათ საქართველოზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენთან ეს სფერო, გავაცნოთ ჩვენი პროექტები და დავაინტერესოთ ინვესტორები“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაემგზავრება. კონფერენციას, „ოქროს საწმისის“ გარდა, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კიდევ ორი კომპანიის – „ენტროპის“, „შელფ ნეტვორკის“ და ორი კერძო უმაღლესი სასწავლებლის „საქართველოს უნივერსიტეტის“ და „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 4 000-ზე მეტი ამ სექტორში მოღვაწე სტარტაპ–კომპანია, ინვესტორი, ინოვატორი, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ყველა ახალი ამბავი
0