თბილისში ნატურალური პროდუქტების ბაზრობა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აჭარაში
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზრობის სტუმრები ქართველი მწარმოებლების ნატურალური პროდუქტების შეძენასა და დაგემოვნებას შეძლებენ

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. გასტრონომიული ღონისძიება „გემოვანი ბაზარი“ Tbilisi Event Hall-ში 9 მაისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ბაზარი Tbilisi Event Hall-ში 10:00 საათზე გაიხსნება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

„გამოფენა-გაყიდვაზე საკუთარ პროდუქტს 70-მდე ფერმერი, საოჯახო მეურნეობა და მეწარმე წარადგენს. „გემოვანი ბაზრის“ დახლებზე შეხვდებით როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა ჯიშის სურსათს, მათ შორის, პურს, რძის ნაწარმს, ხორცს, ბოსტნეულს, ხილსა და მარცვლეულს“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბაზრის მოწყობის მთავარ მიზანს ჯანსაღი, ნატურალური და რაც მთავარი, გემრიელი ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება — ვიდეოკადრები >>

ყველა ახალი ამბავი
0