თბილისში ათი ქვეყნის ბარდები შეიკრიბნენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichმამაკაცი გიტარით
მამაკაცი გიტარით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარდების ფესტივალი თბილისში 7-11 მაისს გაიმართება და ათი ქვეყნის შემსრულებლებს შეკრებს

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საავტორო სიმღერის თბილისის რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ორშაბათს, 7 მაისს დაიწყო.

წელს ფესტივალი ატარებს სახელწოდებას „რაღაც მინდა ვიმღერო“ და ალექსანდრ გალიჩის დაბადების 100 წლის და ვლადიმირ ვისოცკის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალი გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში გამართული კონცერტით გაიხსნა.

ფესტივალზე საქართველოს წარმოადგენს რობ ავადიაევი, ვახტანგ აროშიძე, ანა გრიგი, ზურა ზაქარიაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ირინა პაროშინა და გოგა ჭყონია.

საავტორო სიმღერის თბილისის რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს ათი ქვეყნის წარმომადგენელი: ჯავიდ იმამვერდიევი, ვაფა მამედოვა (აზერბაიჯანი), ვახტანგ არუთინიანი (სომხეთი), ალექსანდრ ბალი (ბელარუსი), დავიდ ნოვოგრუდსკი (ისრაელი), ტინო აისბრენერი (გერმანია), კვარტეტი „ფლამინგო“ (ყაზახეთი), ვიგანტას კაზლაუსკასი (ლიტვა), ანტონი მურაცკი (პოლონეთი), ალექსანდრ ვანინი, ელმირა გალეევა, ოლგა ჩიკინა (რუსეთი), ვადიმ გეფტერი (უკრაინა).

გრიბოედოვის თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე 9 მაისს გაიმართება გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი „ომის სიმღერები“, რომელშიც მონაწილეობას ფესტივალის ყველა მონაწილე და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

თბილისში ჩატარდა კონცერტი სახელწოდებით „ომის სიმღერები“ >>

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, სვეტიცხოვლის, სამთავროს და ჯვრის მონასტრის, ასევე ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

ფონდ "რუსკი მირის" ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსკი კლუბის" მიერ დაარსებული ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო".

საავტორო სიმღერის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2014 წელს ჩატარდა და ცნობილ პოეტს, ბარდსა და კომპოზიტორს ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0