რა წინადადებით მიმართა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“

© Sputnik / Alexander Imedashviliმიწისქვეშა პარკინგი
მიწისქვეშა პარკინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ლარად თბილისში მიწისქვეშა პარკინგები გადასცეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ წინადადებით მიმართა —  თბილისის მერია ინვესტორებზე მიწისქვეშა პარკინგების 1 ლარად გადაცემას გეგმავს.

ფილარმონია - Sputnik საქართველო
თბილისში 180 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

„რაც შეეხება მიწისქვეშა პარკინგებს, ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და მზად ვართ 1 ლარად გადავცეთ ეს კონკრეტული, გამოყოფილი ადგილები (ინვესტორებს). მინდა ასევე ნაციონალურ მოძრაობას შევთავაზო: ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 1 ლარად გადავცეთ ეს მიწები და ვნახოთ აბა რისი გამკეთებლები არიან", — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" (Imedi) ეთერში.

4 მაისს გამართულ სხდომაზე თბილისის საკრებულომ სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხს მხარი დაუჭირა.


ყველა ახალი ამბავი
0