თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების ვარაუდით, თბილისში სამშაბათს, 8 მაისს დილიდან უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.
მზე 05:49 საათზე ამოვა.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გამთენიისას დაფიქსირდება — 17 გრადუსი სითბო. დღის განმავლობაში კი ჰაერი პლუს 24 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე 20:05 საათზე ჩავა.