ცაგერში ლომისის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიხახულის ხატის ფრაგმენტი. წმინდა გიორგი X საუკუნე
ხახულის ხატის ფრაგმენტი. წმინდა გიორგი X საუკუნე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამონასტრო კომპლექსი ბიზნესმენმა ვოვა თუთისანმა ააშენა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ცაგერში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

წმინდა გიორგის ხატი - Sputnik საქართველო
საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი სოფელ ჩქუმში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაიხსნა. ის ბიზნესმენმა ვოვა თუთისანმა პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ააშენა. 

ტაძარი ორი წლის განმავლობაში შენდებოდა და მისთვის საბერძნეთიდან  სპეციალურად ჩამოაბრძანეს ათონის მთაზე დაწერილი  ხატები.  

საზეიმო წირვა მეუფე სტეფანემ აღავლინა. სამონასტრო კომპლექსის კურთხევას სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და მრევლი ესწრებოდა. 

ყველა ახალი ამბავი
0