კახეთში დღეს საერთაშორისო მარათონი „მსოფლიო რბენა“ იმართება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმარათონი
მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო მარათონში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დარეგისტრირდა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კვირას კახეთში მეხუთედ ჩატარდება მსოფლიო საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run, ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში გადაიკეტება რამდენიმე გზა.

მარათონი 15:00 საათზე დაიწყება თელავი-ყვარლის მეათე კილომეტრზე, ლოპოტას ტბის გადასახვევთან და მასში მონაწილეობას 7 000-მდე ადამიანი მიიღებს.

დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, აგრეთვე თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე — გურჯაანი-აფენი-კაბალი.

მარათონი - Sputnik საქართველო
„მსოფლიო რბენა“ - მარათონის გამო კახეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გარდა ამისა, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.

ეს მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში  კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია "სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.

მარათონში მონაწილეობის მიღება 18 წლის ზემოდ ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, მონაწილეობა ფასიანია — 30 ლარი. მარათონზე შეკრებილი თანხა, ტრადიციისამებრ, ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

მსოფლიო საქველმოქმედო გარბენის Wings for Life World Run უნიკალურობა იმაშია, რომ მასში არ არის არც ფინიშის ხაზი, არც დროითი შეზღუდვები. არსებობს მხოლოდ ერთი წესი — მორბენალს არ უნდა დაეწიოს სპეციალური „ფინიშ-მანქანა“, რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთში გავა და საათში 15-25 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს. მორბენლებს, რომლებსაც „ფინიშ-მანქანა“ დაეწევა, სტარტამდე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მარათონში სამი გამარჯვებული გამოვლინდება: მამაკაცი, ქალი და შშმ მონაწილე. მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა Wings for life world run 2019-ში პლანეტის ნებისმიერ წერტილში. გლობალური გარბენის ჩემპიონები კი პრიზის სახით დედამიწის გარშემო სამოგზაურო საგზურს მიიღებენ.


ყველა ახალი ამბავი
0