მოგზაურის თვალით დანახული ქვეყანა: „უანგარო სიკეთე თუ არსებობს ამ ქვეყნად ეს ირანშია"!

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliმარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული, მაგრამ საინტერესოა დაგეგმო მოგზაურობა, როცა არ იცი წინ რა გელის და რასთან გაქვს საქმე. ალბათ თავისებური ხიბლი აქვს ამ ყველაფერს. მიდიხარ ბრმად და არ იცი რა გელოდება...სწორედ ასე იმოგზაურა მარიამ ცაგარეიშვილმა ირანში.

ისტორიები, რომელიც ირანზე ქონდა მოსმენილი არ გამართლდა. მარიამმა სხვა ირანი აღმოაჩინა — თბილი, სტუმართმოყვარე და ხელგაშლილი.

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliმარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ცაგარეიშვილი

მითები თუ რეალობა

— ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, თავგადასავლებით და გამოწვევებით დატვირთული მოგზაურობა იყო ირანში.

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliნაქალაქარი
ნაქალაქარი - Sputnik საქართველო
ნაქალაქარი

სანამ ირანში წავიდოდი ყველა, მეგობრებით დაწყებული, სომეხი მესაზღვრეებით დამთავრებული (ირანში ავტოსტოპით წავედი, სომხეთის გავლით) მეკითხებოდა, რატომ ვიგდებდი თავს საფრთხეში. მეც წარმომედგინა, რომ ქუჩებში ავტომატით ხელში დარბოდნენ და თითოეულ ზედმეტ მოძრაობაზე პოლიციაში გამაქანებდნენ. საზღვარზე რომ გადავედით იმდენად შეშინებული ვიყავით, ზედმეტად არც ვიღიმოდით, არც ვხალისობდით, ვაითუ მორალის პოლიციამ რამე მიზეზი გამოგვინახოს და თვალში ცუდად გავეჩხიროთ თქო.

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliმარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი  - Sputnik საქართველო
მარიამ ცაგარეიშვილი

უამრავ ისტორიებს გვიყვებოდნენ წასვლამდე. მაშინ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს თუ ვპოულობდით, ვინც ირანში იყო ნამყოფი, ამიტომ მხოლოდ გადმოცემით გვიყვებოდნენ თანატოლები: „ერთ ჩემს მეგობარ გოგონას ტრანსპორტში ჩასძინებია და თავსაბურავი გადასძრობიაო, მაშინვე პოლიცია წამოდგომია თავს და კარგი დღე არ დაუყრიაო"…

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliმარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ცაგარეიშვილი

მეგონა რომ, თუ კოჭი გამომიჩნდებოდა ან კისრიდან თავსაბურავი მომძვრებოდა, იმწამსვე სასტიკი კანონებით გამასამართლებდნენ. სინამდვილეში ერთ ჩვეულებრივ, სახელმწიფო რეჟიმისგან ხელოვნურად შევიწროებულ ქვეყანაში მოვხვდი. მართალია ირანელის თავისუფლება მაშინ მთავრდება, როცა კი საკუთარი სახლის ზღურბლს გადმოდგამს ფეხს, მაგრამ სახლში ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ ხალხსაც ისევე უყვარს (და ერკვევა) კინო, მუსიკა, ლიტერატურა, როგორც მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში. იატაკქვეშა შეკრებები და გასართობი ადგილებიც მრავლადაა, მხოლოდ საკმარისია თავისიანად დაგიგულონ და შენც დიდი სიამოვნებით მიგიწვევენ.

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliმარიამ ცაგარეიშვილი ირანში
მარიამ ცაგარეიშვილი ირანში - Sputnik საქართველო
მარიამ ცაგარეიშვილი ირანში

ირანელი ხალხი

ვერც კი გადმოვცემ იმ სიკეთეს და პატივისცემას რაც ირანში მივიღე. დღემდე ირანი რჩება ერთადერთ ქვეყანად, სადაც დავინახე, რომ ადამიანები სიკეთეს სჩადიან, ყოველგვარი მატერიალური პერსპექტივის გარეშე. „უანგარო სიკეთე" — თუ სადმე არსებობს დედამიწაზე, ეს ირანია.

ჩასვლისთანავე ვიგრძენით ადამიანების კეთილგანწყობა. ტურისტებს რომ გვხედავდნენ, თავისით აჩერებდნენ მანქანებს და სრულიად უსასყიდლოდ გვთავაზობდნენ შესაბამისი მიმართულებით წაყვანას. ირანელი თავისი ნებით გაგიჩერებს მანქანას, მაშინ როცა მანქანაში არსებული ხუთი ადგილიდან ექვსი დაკავებულია. სტუმრისთვის სიამოვნებით „მიიპრესებიან“, ბავშვებს კალთაში ჩაისვამენ და ტვირთს ზედ შემოადებენ, გზაში გააჩერებენ, საკვებს იყიდიან და გაგიმასპინძლდებიან. ენაწყლიან საუბარსაც ვერ დაუკარგავ, სიამოვნებით მოგიყვებიან ოჯახზე, ქვეყნის ტრადიციებზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ტურისტის დანახვა ბავშვივით უხარიათ, ვერც კი მოვთვლი, რამდენი ირანელის ოჯახში ინახება ჩვენი ფოტოები. 14 დღის მანძილზე სრულად გაბათილდა ირანზე არსებული ყველა სტერეოტიპი, რომელიც მანამდე გვსმენოდა. ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობთ ღირს თუ არა წასვლა, გეტყვით რომ ღირს! ირანის საპირწონედ არგუმენტები არასოდეს დამელევა.

© Photo: Courtesy of Mariam Tsagareishviliმარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ცაგარეიშვილი

 

ბოლო დროს ერთი უცნაურობა კი ამეკვიატა. ამას წინათ, იქ შეძენილმა ერთ-ერთმა მეგობარმა მომწერა, ჩამოდი კიდევ, ისევ ისე თბილად დაგხვდებიო. საკუთარი თავისვე გასაკვირად, ასეთი რამ ვუპასუხე: არასდროს ვბრუნდები იმ ადგილას მეორედ, სადაც ერთხელ ბედნიერი ვიყავი თქო. ამ ხნის მანძილზე უამრავჯერ მივიღე მიპატიჟება იქაური მეგობრებისგან, ხან რას ვიგონებ, ხან როგორ ვითრევ ფეხს. ბოლოს მივხვდი, რომ შეგნებულად ვაკეთებ, მეშინია…. არ მინდა ჩავიდე და რამე ისეთი ვნახო ან შემემთხვეს, რაც ამ ზღაპრულ მოგზაურობას ჩრდილს მიაყენებს და ირანზე ჩემს წარმოდგენას დააკნინებს. ირანში ერთხელ წასვლით გადახდენილი თავგადასავლები და ისტორიები, ისედაც მთელი ცხოვრება მეყოფა გასახსენებლად.

ყველა ახალი ამბავი
0