ბორენა ელოშვილი: ნოემბერში ჩემი თოჯინების გამოფენას პრაღაში ვაპირებ
„ერთი თოჯინის დამზადებისთვის დაახლოებით ერთი კვირა, ზოგჯერ ცოტა მეტი დრო მჭირდება, რაც შეეხება განწყობას, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, განწყობა სულ გაქვს“-განუცხადა ბორენა ელოშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
ბორენა ელოშვილი —მხატვარი, დიზაინისა და მხატვრული ნაწარმის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ხატწერას ეზიარა. ერთი წელია, რაც თოჯინებით დაინტერესდა.