რატომ დაიხურა გურჯაანში სამი საბავშვო ბაღი

გამოწერა
დარღვევები საბავშვო ბაღების სავენტილაციო სისტემაში აღმოჩნდა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში შეუსაბამო დარღვევები აღმოაჩინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

აღმზრდელობით დაწესებულებებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რის გამოც, გურჯაანის მეორე, მესამე და ბაკურციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნანა ახალმოსულიშვილის თქმით, დარღვევები საბავშვო ბაღების სავენტილაციო სისტემაში აღმოჩნდა.

„ბაღებში არაეფექტური სავენტილაციო სისტემების გამო ხდებოდა კედლების და ჭერის დაობება, და შეიქმნა საშიშროება, რომ ნაწილაკები მოხვედრილიყო სურსათში. კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, ბაღებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ვადა დამოკიდებულია თავად მეწარმეებზე, რა ვადაშიც მოახერხებენ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრას, მას შემდეგ შესაძლებელი იქნება საწარმოო პროცესის განახლება“, — განაცხადა ახალმოსულიშვილმა.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
სიღნაღში კრიტიკული შეუსაბამობის გამო ცნობილი რესტორნები დაიკეტა

თითოეულ ბაღს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მაუწევს.

ინფრასტრუქტურული ხარვეზების სრულად გამოსწორებამდე ბაღებს მუშაობის გაგარძელების უფლება არ ექნებათ.

როგორც გურჯაანის მერიაში განაცხადეს, პრობლემის აღმოფხვრას უახლოეს დღეებში შეძლებენ.

გლდანის ბაზრებში ვადაგადასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს — ვიდეოკადრები >>

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეგულარულად ახორციელებს საბავშვო ბაღების შემოწმებას. გასულ კვირას აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა თბილისის №15 საბავშვო ბაღშიც, რადგან ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდიოდა
ყველა ახალი ამბავი
0