ყაჩაღობა ბათუმში - სამართლადამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოლარეს იარაღის მუქარით ფული გამოსძალა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში, ყაჩაღობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 მაისს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ძარცვა ზუგდიდში - ბრალდებული დაკავებულია

ჯიხურის გვერდით მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა გ.მ.-ს შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა შეძლო. შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, მაგრამ, გ.მ. მასაც დაუსხლტა. 

სამართალდმცველებმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0