აშშ-ის უნივერსიტეტში პლუტონიუმი დაიკარგა

© Pixabay / Engin_Akyurtლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლუტონიუმ-239-ის ის რაოდენობა, რომელიც აშშ-ში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაკარგეს, საკმარისია „ბინძური ბომბის“ რადიოაქტიური ფუძის შესაქმნელად

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლებმა 1 გრამი პლუტონიუმი დაკარგეს (პლუტონიუმი-239), იუწყება РИА Новости Live Science-ზე დაყრდნობით.

პლუტონიუმის უტილიზების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რადიოაქტიური ნივთიერების ბოლო აღრიცხვის თანახმად, 2004 წელს პლუტონიუმ-239-ის 14 ერთგრამიანი ნაჭერი მომდევნო დაკონსერვების მიზნით დამცავ შალითებში შეფუთეს. ამის  შემდეგ პლუტონიუმის შესახებ ჩანაწერი წაშალეს მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც უნივერსიტეტი ბირთვული რეგულირების კომისიისთვის აწარმოებს.

„ეჭვი გვაქვს, რომ ნარჩენი საბოლოოდ რადიოაქტიური მასალების პოლიგონზე აღმოჩნდა“, — განაცხადა აშშ-ის ბირთვული რეგულირების კომისიის პრეს-მდივანმა ვიქტორ დრიქსმა.

ამასთან მან აღიარა, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ დაკარგული პლუტონიუმი რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს.

კომისია მოითხოვს უნივერსიტეტის დაჯარიმებას 8500 დოლარით, რადგან თანამშრომლებმა დაუდევრობა გამოიჩინეს და ისინი მათთვის გადაცემული რადიოაქტიური მასალების ზუსტ აღრიცხვას არ აწარმოებდნენ.

Live Science-ის მონაცემებით, პლუტონიუმ-239-ის 1 გრამი არ არის საკმარისი ბირთვული ბომბის დასამზადებლად, თუმცა საკმარისია „ბინძური ბომბის“ რადიოაქტიური ფუძის შესაქმნელად.


ყველა ახალი ამბავი
0