ერთ კვირაში ქურდობაზე 12 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი ახალგაზრდა სწრაფი გადახდის აპარატების გაქურდვაზე დააკავეს

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მასშტაბით ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, შს თანამშრომლებმა აქტიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, ქურდობის ორი ფაქტი აღკვეთეს.

ახალციხეში სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით, 27 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისში მდებარე სასაფლაოდან  საფლავის კარი და ღობის ალუმინის დეტალები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ახალგაზრდა გოგო მოპედზე - Sputnik საქართველო
მოპედების და ავტონაწილების ქურდობა - დაკავებულია სამი ახალგაზრდა

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთეს — ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირია მხილებული. დაკავებულთა ასაკი 18-დან 21 წლამდე მერყეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნულმა პირებმა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 220 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. იმავე ღამით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში, აღნიშნული პირები კვლავ შეეცადნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას, თუმცა უშედეგოდ. მათ შემთხვევის ადგილზე  დანაშაულის ჩადენის იარაღი — ძალაყინი დარჩათ, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით  ამოიღო.

 მეორე დღეს  ბათუმში მათ იგივე დანაშაულის ჩადენა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ ამხილა. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

ყველა ახალი ამბავი
0