საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს - ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 27 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
მოკლა და მიიმალა: შსს-მ ბიზნესმენის მკვლელობა გახსნა

როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 მაისს ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე დაკავებულმა საფრანგეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი რამდნიმე საათში დააკავეს. პოლიიამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0