მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს

© FB / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა წვეულებაზე პრეზიდენტის სასახლეში
მაკა ჩიჩუა წვეულებაზე პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს პირველ ლედის სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე ემოსა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში, Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, უცხოური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე სხვადასხვა გამოცემების —„ფორბსის“ „ვოგის“, „ელის“ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები იყვნენ მიწვეული.

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს
Прием в президентском дворце - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს

Mercedes-Benz Fashion Week-ი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება 5–9 მაისს და თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებს, მოდის კრიტიკოსებს, fashion-ფოტოგრაფებსა და მედიის წარმომადგენლებს მოუყრის თავს.

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს
Прием в президентском дворце - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ 90 სტუმარს მიმართა და ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

სასახლეში წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე ემოსა.

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს
Мака Чичуа и Георгий Маргвелашвили на приеме в президентском дворце - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს

მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები, გამოფენები და მასტერ-კლასები. კვირეულს ცნობილი სამოდელო ჟურნალების კრიტიკოსები და ჟურნალისტები აშუქებენ.  

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს
Мака Чичуа на приеме в президентском дворце - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს

Mercedes-Benz Fashion Week-ი თბილისში კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და აგრეთვე ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0