თბილისის ცენტრი ევროპულ სოფლად გადაიქცევა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო-ევროკავშირის დროშები
საქართველო-ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრში „ევროპის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები ნინო ქათამაძისა და The Voice оf Germany-ს გამარჯვებულის ნათია თოდუას კონცერტით დასრულდება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისში „ევროპის დღე 2018"-ს საზეიმო ღონისძიებებით 5 მაისს აღნიშნავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

საზეიმო ღონისძიებები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები 12:00 საათიდან 17:00 საათამდე პარკს ევროპულ სოფლად გადააქცევენ. იგეგმება წარმოდგენების, თამაშებისა და სხვა საპრიზო გათამაშებების გამართვა.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
თბილისში მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

17:00-დან 19:00 საათამდე ღონისძიების ძირითადი ნაწილი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართება.

„ევროპის დღე 2018" ევროპის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური შოუ The Voice оf Germany-ს გამარჯვებული ნათია თოდუა და მომღერალი ნინო ქათამაძე & Insight.

ევროპის დღე — ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაულია.

მსოფლიოში ევროპის ორი სხვადასხვა — ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული დღე აღინიშნება, შესაბამისად, 5 და 9 მაისს.

ყველა ახალი ამბავი
0