სკანდალი მარტვილის მერიაში: თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა მერიის თანამშრომელებს სთხოვა, დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც მათგან თანხმობა მიიღო.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, შვიდი კი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ სამსახურში.

სააგენტოს ცნობით, თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია მარტვილის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ.

ასევე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს მარტვილის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის" შვიდი წევრიც, რომლებიც ამავე დროს მარტვილის მერიაში სხვადასხვა განყოფილების უფროსები და სპეციალისტები იყვნენ.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
რისთვის დააკავეს სამტრედიის მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი?

სუს-ის ინფორმაციით, დიმა წ-მ „მიწის საკუთრების აღიარების კომისიის" წევრებს საკუთარი განზრახვა გაანდო და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო.

„დიმა წ. კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითიც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7 830 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0