რა ზიანი მიაყენა კიბერთავდასხმამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

© Photo: courtesy of Politkuhnyaმონაცემების დამუშავება
მონაცემების დამუშავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, ავიარეისები ამ დროისთვის შეუფერხებლად ხორციელდება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე 2 მაისს კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელმაც ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზას, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა ასევე პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი (www.gcaa.ge) და ის ინტერნეტ-სივრცეში არ იძებნება.

„ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასევე შეუფერხებლად სრულდება ავიარეისები. პრობლემის გამოსასწორებლად სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერთავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0