თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდები 20-24 მაისს ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
გამოცდების გრაფიკი ასეთია:
20 მაისი
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული, როგორც მეორე ენა
გეოგრაფია
21 მაისი
უცხო ენები
ბიოლოგია
22 მაისი
ისტორია
ფიზიკა
23 მაისი
მათემატიკა
ფიზიკა
24 მაისი
ქიმია
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
2017 წელს საქართველოში 11 ათასამდე სკოლის მოსწავლემ ვერ შეძლო გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება.