ვენის ზოოპარკში ამურული ლეოპარდის ბოკვერები დაიბადნენ

გამოწერა

ვსტრიაში, ვენის ზოოპარკში ამურული ლეოპარდის ბოკვერები დაიბადნენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებიან უიშვიათესი მტაცებლის ნაშიერები

ამურული ლეპარდები გადაშენის პირას არიან, ველურ ბუნებაში ამ ცხოველების რაოდენობა ასს არ აღემატება. გადაშენების პირას მყოფი სახეობის ცხოველის გამრავლება ნამდვილი მოვლენაა. პატარა ლეპარდებისათვის ჯერ სახელები არ შეურჩევიათ. ზოოპარკის სტუმრებს ყოველთვის არ შეუძლიათ მათი ნახვა, ბოკვერები ჯერ ძალიან პატარები არიან და დროის მეტ წილს დედასთან განმარტოვებით ატარებენ

ყველა ახალი ამბავი
0