ფოთში სწრაფი კვების ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი ფოთში
ხანძარი ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ფოთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სწრაფი კვების ობიექტში ცეცხლი გაჩნდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო ბრიგადები ცდილობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მაიდგა ობიექტს. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

ყველა ახალი ამბავი
0