როგორ გავალამაზოთ საქორწილო დღესასწაული საქართველოში
როგორ გავალამაზოთ საქორწილო დღესასწაული საქართველოში
Sputnik საქართველო
გაზაფხულის მეორე ნახევარი — საქართველოში საქორწილო სეზონის პიკია. დიდი მარხვისა და აღდგომის დასრულების შემდეგ ბევრი წყვილი ინიშნება ან ქმნის ოჯახს... 02.05.2018-ს, Sputnik საქართველო
გაზაფხულის მეორე ნახევარი — საქართველოში საქორწილო სეზონის პიკია. დიდი მარხვისა და აღდგომის დასრულების შემდეგ ბევრი წყვილი ინიშნება ან ქმნის ოჯახს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, თუ როგორ შეიძლება ამ დღესასწაულის გალამაზება.
საქართველოში საქორწილო სალონები ვითარდებიან, და თუ ადრე ისინი მხოლოდ პატარძლის კაბებს სთავაზობდნენ მომხმარებლებს, ახლა უკვე მამაკაცებისთვისაც შეიძლება სამოსის შეძენა და ვარცხნილობის შეცვლა
მომსახურებებში ასევე შედის საქორწილო გადაღება, თუმცა ამას მექორწილეები წყვეტენ - თავად აირჩევენ ფოტოგრაფს და ოპერატორს თუ ორგანიზატორს მიანდობენ ამ ყველაფერს
ყველაზე მთავარი ქორწილში პატარძლის ბედნიერება და მისი კაბაა. თბილისში დღეისათვის ათობით მაღაზია და სალონი ფუნქიონირებს, რომლებშიც ერთმანეთისგან განსხვავებული კაბებია წარმოდგენილი
საქართველოში, ქართველი წყვილების გარდა, საკმაოდ ხშირად ქორწინდებიან უცხოელებიც. ეს კი ქვეყანაში საქორწილო მომსახურებების სფეროს განვითარების ერთ-ერთი მიზეზია