ქობულეთში მენინგოკოქცემიით ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში მენინგოკოქცემიის ფაქტი წელს პირველად დაფიქსირდა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქობულეთში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

შემთხვევა აჭარაში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

აჭარაში მენინგოკოქცემიის ფაქტი წელს პირველად დაფიქსირდა.

მენინგოკოქცემიის დაავადების სიმპტომებია სიცხე, ყელისა და თავის ძლიერი ტკივილები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები. დაავადება გადამდებია, შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს.

ყველა ახალი ამბავი
0