ამინდი საქართველოში: ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები სამებას პარკის ტერიტორიაზე სეირნიობენ
ადამიანები სამებას პარკის ტერიტორიაზე სეირნიობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ზოგიერთ რაიონში პარასკევსა და შაბათს წვიმაა მოსალოდნელი

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება — ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე აიწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთშაბათს, 3 მაისს სანაპიროი რაიონებში პლუს 20-25 გრადუსია მოსალოდნელი.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 მაისს >>

საქართველოს ზოგიერთ რაიონში პარასკევსა და შაბათს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამითა და საღამოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26-31 გრადუსს შეადგენს.

თბილისში ხუთშაბათს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო პარასკევსა და შაბათს საღამოსა და ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 28-30 გრადუსამდე აიწევს.


ყველა ახალი ამბავი
0