სად სთხოვა ასვლა ერდოღანმა ძმებ არველაძეებს

© FB / Shota Arveladzeძმები არველაძე და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
ძმები არველაძე და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ერდოღანი ძმებ არველაძეებს მიესალმა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, რომელიც უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ქართველ ყოფილ ფეხბურთელებს შოთა და არჩილ არველაძეებს შეხვდა. ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე შოთა არველაძემ დაწერა.

ძმები არველაძეები უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევისა და ერდოღანის შეხვედრაზე პოლიტიკოსებთან, ბიზნესისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად მიიწვიეს.

ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს თურქეთის პრეზიდენტი ძმებ არველაძეებზე გადაერთო და მათ სცენაზე ასვლა სთხოვა.

„უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა", — განაცხადა ერდოღანმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენ მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს თბილი შეხვედრისთვის", — დაწერა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
„კრასნოდარს" სათავეში შეიძლება შოთა არველაძე ჩაუდგეს

ძმები არველაძეები ოთხი სეზონის განმავლობაში (1993-1997) თურქული საფეხბურთო კლუბი „ტრაბზონსპორის" სახელით ასპარეზობდნენ. 1996 წელს შოთამ 25 გოლი გაიტანა და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შოთა არველაძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ხუთი წელი თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ამ დროის განმავლობაში მის დაქვემდებარებაში იყო „კაისერისპორი", „ქასიმფაშა" და „ტრაბზონსპორი".

დღეისათვის შოთა არველაძე ტაშკენტის „პახტაკორს" უდგას სათავეში, მისი ტყუპისცალი არჩილი კი კლუბის სპორტული დირექტორია.

ყველა ახალი ამბავი
0