თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ქალ მოფარიკავეთა ნაკრებმა ეტლებით მსოფლიო თასზე ხუთი მედალი მოიპოვა. ტურნირი კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ირმა ხეცურიანმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ხმლით ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე დისციპლინაში ვერცხლი ნინა თიბილაშვილს ერგო.
ამავე სპორტსმენებმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები რაპირით ფარიკაობაში.
კიდევ ერთი მედალი საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მიიღო (ხმლით ფარიკაობა), სადაც ხეცურიანსა და თიბილაშვილს გვანცა ზადიშვილიც შეუერთდა.