ბორჯომის ტყეში კვლავ ხანძარია – ცეცხლი 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა მოდებული

© FB / Giorgi Kvirikashviliმეხანძრე ბორჯომის ტყეში მუშაობისას
მეხანძრე ბორჯომის ტყეში მუშაობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ლიკვიდირება გართულებულია.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ბორჯომის რაიონში, სოფელ საკირის ტყეში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი".

ცეცხლი 30 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილობრივებმა გამოიძახეს. ხანძარი დასახლებიდან 4-5 კმ-ის დაშორებითაა გაჩენილი.

საკირის ტყეში ცეცხლი 6 000 კვ. მ ფართობზეა მოდებული. ტერიტორია მიუვალია და ამ დრომდე ტექნიკის შეყვანას ვერ ახერხებენ. ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. ხანძრის ლოკალიზებას 30 ადგილობრივი მეხანძრე და თბილისიდან ჩასული 25 დამხმარე მაშველი ცდილობს. ადგილი არის კლდოვანი და არსებობს მისი ჩამოშლის საშიშროება.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ლიკვიდირება გართულებულია.

„ახლა იწყება ტექნიკის მობილიზება, გაიჭრება გზები, რომ ადვილად მოხდეს ხანძრის კერებამდე მისვლა. იმის გამო, რომ გზა მიუვალი იყო, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული არ არის", — განაცხადა ბუბა ბერიძემ.

ხანძარი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტყე იწვის

მისივე განცხადებით, ვერტმფრენის ჩართვა ჯერჯერობით საჭირო არ არის.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი.

ბორჯომის ტყე გასული წლის აგვისტოში ძლიერი ხანძრის შედეგად ძალიან დაზარალდა. მაშინ 120 ჰა-მდე ტყე დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში 1500-მდე მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ცეცხლს ექვსი ვერტმფრენი ებრძოდა — ორი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანისა და ერთიც ბელარუსის კუთვნილი.

ყველა ახალი ამბავი
0