შემზარავი ფაქტი: თბილისში 21 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი – მეფედრონი თუ?..

© Facebook / BASSIANIკლუბი "ბასიანი"
კლუბი ბასიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მეფედრონის" მოხმარების გამო აპრილში ორი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, ერთი კი გარდაიცვალა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში 21 წლის ახალგაზრდა გოგონა რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ახალი სახის ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის", იგივე „აბაზანის მარილის" მოხმარება დაასახელეს.

ამასთან, 29 აპრილს ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატის მოხმარების გამო აპრილში ღამის კლუბ „ბასიანიდან" გადაუდებელი მედიცინის ცენტრში ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. ნარკოტიკული საშუალების მიღების გამო 22 წლის ახალგაზრდა გოგო 29 აპრილს დაიღუპა.

აბები - Sputnik საქართველო
ტრაგედია კლუბში: გახდა თუ არა მეფედრონი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

ახალი თაობის ნარკოტიკი — „მეფედრონი“ ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. ის იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს. „მეფედრონს“, ანუ „აბაზანის მარილს“ ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

„მეფედრონით“ თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0