მაისი ჭექა-ქუხილით დაიწყება: 33 გრადუსამდე სითბო და წვიმა

გამოწერა
გაზაფხულის ბოლო თვე საქართველოში უპირატესად მზიანი იქნება

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. უახლოს დღეებში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთში იწვიმებს, იქნება ჭექა-ქუხილი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 2 მაისს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1 და 2 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერტაურა 28-33 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაიონებში +21-26 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამითა და საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 1 და 2 მაისს 22-27 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები, დღისით კი ნალექი შეწყდება. სამშაბათს, 1 მაისს იქნება 21-23 გრადუსი სითბო, ხოლო ოთხშაბათს, 2 მაისს — +24-26 გრადუსი.

ყველა ახალი ამბავი
0