ბამბუკის გამოფენა ბათუმში

გამოწერა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამ მცენარის ჯიშები და მისგან დამზადებული პროდუქტები. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები ღონისძიებიდან.

ბამბუკის გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბოლო წლებში ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბამბუკის 16 ჯიში ბრიტანული ბაღის კოლექციიდან. გამოფენაზე გაიმართა მცენარეებისა და ბამბუკისგან მომზადებული კერძების გაყიდვა.

აჭარაში ბამბუკისგან სხვადასხვა მარინადებსა და მარმელადს ამზადებენ.

ბამბუკი ასევე ხშირად გამოიყენება სახლისთვის სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად.

ბამბუკის გამოფენას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ასობით ადამიანი ესტუმრა, მათ შორის ძირითადად ტურისტები იყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0