როგორ აქცია ქართველმა გოგონამ საკუთარი სოფელი ტურისტულ ზონად

© photo: courtesy of Tika Dugashvili თიკა დუღაშვილი
თიკა დუღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა დუღაშვილმა დაამტკიცა, რომ სულაც არის რთული რიგითმა ადამიანმა დააინტერესოს, მოიზიდოს უცხოელი ტურისტი, მოაწონოს მას საკუთარი კუთხე, სოფელი და მოხიბლოს მშობლიური ეზოთი, ოჯახური ტრადიცებით და სტუმართ-მასპინძლობით.

ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში ყველა მიგასწავლით „ღვინის ეზო N1“ — ს, რომელიც ტურისტული მიმართულების ობიექტია და აერთიანებს ოჯახური ტიპის მარანს, ეზოს,  სახლს. აქ საოცარი ადამიანები მასპინძლობენ როგორც უცხოელ, ისე ქართველ სტუმრებს. თიკას წინაპრები მეღვინეები იყვნენ. მის პაპას მარანიც კი აუშენებია სახლთან ახლოს. წლების შემდეგ თიკამ გადაწყვიტა მამაპაპისეული ტრადიცია აღედგინა და ეს ტრაცია უცხოელი სტუმრებისთვის გაეცნო. სწორედ ამიტომ გაჩნდა „ღვინის ეზო N1“ – ის შექმნის იდეა, რომელიც არა ერთი ტურისტისთვის უსაყვარლეს ადგილად იქცა.  ღვინის ეზოს თავის სპეციფიკა და ნიშა აქვს, რომელზეც მისი დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, თიკა დუღაშვილი გვესაუბრა.

© photo: courtesy of Tika Dugashvili თიკა დუღაშვილი
თიკა დუღაშვილი - Sputnik საქართველო
თიკა დუღაშვილი

 „ღვინის ეზო N1“ – ის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ყოფნისას გამიჩნდა. ჩემთვის ტურიზმი ყოველთვის არის ის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც კარგად შეფუთული „ინფრასტრუქტურული ფასადის“ მიღმა იმალება. ქვეყნებზე წარმოქმნილი სტერეოტიპული მიდგომების გარეშე, მაგალითად ჰოლანდიაზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მე ვცხოვრობდი ერთ პატარა ოკეანისპირა ქალაქში, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა ჩემი ამ ქვეყანაზე  შექმნილი  სტერეოტიპისგან. მე ხშირად ვსტუმრობდი ადგილობრივ  ოჯახებს, ისინი მიყვებოდნენ თავისი ოჯახისა და საქმიანობის შესახებ, ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა   ჩემთვის…
საქართველოში რომ დავბრუნდი,  მომინდა იგივე გამეკეთებინა ჩემს ქვეყანაში, მითუმეტეს ჩემს ოჯახს აქვს მეღვნეობის ტრადიცია.  მოკლედ ტრადიციები და საქმიანობაც ხელს მიწყობდა, მხოლოდ „შეფუთვა’’ და რეალობასთან მორგება იყო საჭირო. საქმის უკეთ შესასწავლად  გავიარე  სპეციალური კურსები ტურიზმში, ვიმუშავე გიდად, ნელ-ნელა მთელი ოჯახი  შემოვიერთე და ასე დაიბადა „ღვინის ეზო N1“.

© photo: courtesy of Tika Dugashviliთიკა დუღაშვილი ჰოლანდიელ მეთევზეებთან ერთად
თიკა დუღაშვილი ჰოლანდიელ მეთევზეებთან ერთად - Sputnik საქართველო
თიკა დუღაშვილი ჰოლანდიელ მეთევზეებთან ერთად

- როგორ მოახერხეთ,  ტურებისთვის გაგეცნოთ თქვენი ეზო, რით მიიზიდეთ ისინი და რა განსაკუთრებული ნიშა გაქვთ?

— ვფიქრობ, ჩვენი  ობიექტის განსაკუთრებულობა თავად კონცეფციაშია — ეს არის ოჯახი, თავისი ტრადიციებითა და ყოფა-ცხოვრებით, საქმიანობით, —  ყოველგვარი შელამაზების გარეშე.  ბუნებრივობა და სისადავე არის ის, რაც ყველას მოსწონს და სიამოვნებს. ჩვენი დამოკიდებულებაც უკვე ცნობილია, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ სტუმრებს  და არა ტურისტებს, სტუმარი კი ღვთისაა…

 „ღვინის ეზო N1“ – ის იდეა არის,  რომ სტუმარმა თავი სახლში იგრძნოს, იცხოვროს ჩვენთან ერთად,  მონაწილეობა მიიღოს ღვინის დაყენების პროცესში, მოამზადოს საოჯახო კერძები ჩვენთან ერთად, მოისმინოს ადგილობრივების მიერ შესრულებული მუსიკა.

იცით, ტუროპერატორებისთვის საინფორმაციო ტურიც კი არ ჩამიტარებია, უბრალოდ ვინც ერთხელ გვეწვია, მას სურვილი გაუჩნდა კვლავ მოსულიყო და ახლობლები და მეგობრებიც დაეპატიჟებინა… მიჭირს მათ მაგივრად პასუხის გაცემა, ალბათ ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რა მოსწონთ ჩვენთან.

© photo: courtesy of Tika Dugashviliღვინის ეზო N1 : მარანი
ღვინის ეზო N1 : მარანი - Sputnik საქართველო
ღვინის ეზო N1 : მარანი

- სად მდებარეობს „ღვინის ეზო N1“?

— „ღვინის ეზო N1“ მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში (ძველი გავაზი). თბილისიდან  160 კილომეტრის  სავალზე.  საკმაოდ პერსპექტიულ ადგილას მდებარეობს, იმდენად, რამდენადაც ეს არის  საუკეთესო ადგილი ღვინის წარმოებისთვის — ქინძმარაულის უნიკალურ მიკრო ზონაში.  სოფელი გარშემორტყმულია კავკასიონის მთებით,  მდიდარია ხეობებით, მდინარეებით და ისტორიული ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია  მე-6 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია.

© photo: courtesy of Tika Dugashviliღვინის ეზო N1
ღვინის ეზო N1 - Sputnik საქართველო
ღვინის ეზო N1

- ვინ  მასპინძლობს ტურისტებს?

— სტუმრებს  აუცილებლად მთელი ოჯახი  ვმასპინძლობთ. ღვინის ტურს მამა უძღვება,  იგი ტურისტებს მარანში ეპატიჟება და სხვადასხვა სახეობის ღვინოს სიამოვნებით აგემოვნებინებს. დაწვრილებით  უყვება, უხსნის თუ  რა პროცესებს გადის ღვინო, სანამ თიხის ფიალაში მოხვდება. დედა როგორც ამბობენ, საუკეთესო კულინარია, პროფესიით ფილოლოგს დიდ სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი საუცხოო კერძებით უცხოელების გულის მოგება. ხშირად კულინარიულ ექსპერიმენტებსაც ატარებს. მოკლედ, ოჯახის ყველა წევრი თავის შემოქმედებაშია.  მე და ჩემს დას ძალიან გვიყვარს დღესასწაულების მოწყობა,  ამიტომ  უკვე ქორწილისა და დაბადების დღის გადახდის მსურველებიც აღმოჩნდნენ ღვინის ეზოში. პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

© photo: courtesy of Tika Dugashviliღვინის ეზო N1
ღვინის ეზო N1 - Sputnik საქართველო
ღვინის ეზო N1

- ადგილობრივები თუ გყავთ დასაქმებული? 

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე თვეა რაც ეს საქმიანობა წამოვიწყეთ,  ყოველ დღე ვავითარებთ, თითო აგურს ვდებთ ღვინის ეზო N1 – ის შენებაში. ამჟამად აგრო მიმართულებების განვითარებაზე ვმუშაობთ. ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ  მაქიმალურად ბევრი ადამიანი იყოს ჩართული ამ საქმეში,  ახალი აქტიური ტურისტული სეზონისთვის ვემზადებით,  ამისთვის ბევრს ვშრომობთ: ვაშენებთ ბაღს, ვრგავთ ვაზის ახალ ჯიშებს, ვმუშაობთ კონცეფციაზე,  რომ აგრო მიმართულებების განვითარების ხარჯზე მოხდეს ჩვენი ტურისტული ბიზნესის გაფართოვება, რაც ხალხის დასაქმების საშუალებასაც მოგვცემს.  სურვილი დიდია, კონკრეტულ შედეგებზე უმჯობესია განხორციელების შემდეგ ვისაუბრო…

© FB / Wine Yard N1ღვინის ეზო N1
ღვინის ეზო N1 - Sputnik საქართველო
ღვინის ეზო N1

 

ყველა ახალი ამბავი
0