2018 წლის ტენდენციები: რომელ სახელებს არქმევენ ახალშობილებს ყველაზე ხშირად

© photo: Sputnik / A. Solomonov / გადასვლა მედიაბანკშიმძინარე ჩვილი
მძინარე ჩვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის კი ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა  ყველაზე პოპულარული სახელების ათეულს აქვეყნებს.

სააგენტოს სია, რომელიც  2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ასეთია:

გოგონები: 

მარიამი — 524

ნინო — 383 

ელენე  — 345

ბარბარე  — 338 

ლილე — 290 

ანასტასია — 272

ნია — 224

ნუცა —  177

სესილი — 151

ანა —  150

ბიჭები: 

გაბრიელ — 489

ანდრია  — 450

გიორგი — 421 

დავით — 384 

ალექსანდრე —  375

ნიკოლოზ  — 375 

დემეტრე  — 337

ლუკა — 293 

დანიელ — 276

მათე — 211

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი (191389), ქალებს შორის კი ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო (115119) ცხოვრობს.

რაც შეეხება გვარებს, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაში 14 461 ბერიძეა რეგისტრირებული. შემდეგ მოდიან მამედოვები (13652), კაპანაძეები (9507) და ალიევები (8927). 


ყველა ახალი ამბავი
0