გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB / Cultural Heritage of Georgiaსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლი 1968 წლიდან გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად გამოცხადდა.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

სახლ-მუზეუმს სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიენიჭა.

ორსართულიანი სახლი აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის – ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმინდა შიოს ტაძარში საწირველად XIX საუკუნის 60-იან წლებში გადმოიყვანეს. სახლი 1968 წლიდან სახლ-მუზეუმად გამოცხადდა.

სახლი წარმოადგენს XIX საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ამდენად ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.

სახლში დაცულია: გოგლას საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა გოგლა, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტიუმი, პირადი ნივთები, ასევე ლადო გუდიაშვილის მიერ დახატული გოგლას ორი პორტრეტი.

ყველა ახალი ამბავი
0