ცესკო: გივი ჭიჭინაძეს ხმა ამომრჩეველთა თითქმის 58%-მა მისცა

გამოწერა
არჩევნებისა და ხმების დათვლის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ცესკომ ვანისა და ხონის №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გამართული შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა — ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა (57, 86%) გივი ჭიჭინაძემ დააგროვა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 60-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით წარუდგინა შედეგები. საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ნებისმიერი მსურველისთვის  ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე — results.cec.gov.ge.

„ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა გენდერულ ჭრილში: ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო  13 731-მა ქალმა (49.31%) და 14115-მა კაცმა (50.69%) ამომრჩეველმა“, — განაცხადა მიქელაძემ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

მისი თქმით, არჩევნებისა და ხმების დათვლის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. ხმები კი კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა — 10 404 (38.38%)

№17 გიორგი ლილუაშვილი — 124 (0.46%)

№21 ზურაბ ქართველიშვილი — 59 (0.22%)

№23 მამუკა ტუსკაძე 399 — (1.47%)

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 — (57.86%)

№42 ვასილ კოპალიანი 436 — (1.61%)

შესაბამისად, წინასწარი შედეგების თანახმად, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე გახდა. 

შუალედურ არჩევნებზე გადასატანი ყუთების რაოდენობა გაიზარდა >>

არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს პარლამენტში ერთი სადეპუტატო მანდატი თავისუფალი გახდა — პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0