ტურისტების რიცხვი მთის კურორტებზე ერთი მეოთხედით გაიზარდა

გამოწერა
НовостиTelegram
მაღალმთიან კურორტებზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტურისტების დათვლის პუნქტები მოეწყო

თბილისი, 28 აპრილი– Sputnik. 2017-2018 წლების ზამთრის სეზონი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ტურისტების რაოდენობა მთის კურორტებზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 25%-ით გაიზარდა და 514 900 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია „საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017-2018 წლების ზამთრის სეზონი დაასრულა და ვიზიტორების მიერ სამთო კურორტების სტუმრობის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

სვანეთი - Sputnik საქართველო
The Guardian სვანეთზე: ალპებზე უკეთესი

გუდაურში ზამთრის სეზონზე 345 900-ზე მეტი ტურისტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია.

რაც შეეხება ბაკურიანის კურორტს, ამ სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. ამ კურორტს 132 700-ზე მეტი ტურისტი ეწვია.

ამ სეზონზე კურორტ გოდერძიმ 10 200-ზე მეტი ტურისტი მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 129% შეადგინა.

სვანეთში თეთნულდზე ვიზიტორების რაოდენობა 122%-ით გაიზარდა, ჰაწვალზე — 119%-ით. საერთო ჯამში, სვანეთის სამთო კურორტები 35 800-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა.

ჩატარდება თუ არა საქართველოში ოლიმპიადა >>

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სვანეთში ვიზიტორთა ზრდა უკავშირდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნას. ის 2017 წლის 23 დეკემბერს ამოქმედდა.

უწყებაში ბოლო ზამთრის სეზონის მონაცემები 2012 წლის მონაცემებს შეადარეს. იმ დროიდან ტურისტების რაოდენობა მთის კურორტებზე 491%-ით გაიზარდა.

ვიზიტორთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება მთის კურორტებზე უკონტაქტო გამშვები პუნქტების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ის ქვეყნის ყველა ზამთრის კურორტზე მოეწყო და ვიზიტორთა ზუსტი დათვლის საშუალებას იძლევა. უკონტაქტო გამშვები პუნქტები ავსტრიულმა კომპანია SKIDATA-მ დაამონტაჟა.

 

ყველა ახალი ამბავი
0