ქალმა 17 წელი ცხვირში მავთულით იცხოვრა

© FB / Clinik Gidi ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა „გიდი"
ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა „გიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებმა 30 წლის ქალის ცხვირიდან მავთული ამოიღეს, რომლის გამო ის ნახევარი ცხოვრება იტანჯებოდა

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. უჩვეულოდ დასრულდა ახალგაზრდა ქალბატონის ვიზიტი ოტოლარინგოლოგთან ქუთაისის კლინიკაში — მის ცხვირში რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის მავთული აღმოაჩინეს, ნათქვამია ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა „გიდის" Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა ქალბატონმა მიმართა კლინიკას. ის უჩიოდა ტავის ტკივილებს, დისკომფორტს ცხვირში და სუნთქვის პრობლემებს. მისი თქმით, ის 17 წლის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ.

საჭირო პროცედურების შემდეგ კლინიკის ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ 30 წლის პაციენტის ცხვირში მავთულია გაჭედილი, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილი სიმპტომის მიზეზი ყოფილა.

მავთული ცხვირიდან ამოუღეს და ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

მაგრამ ის, თუ როგორ აღმოჩნდა ეს საგანი ახალგაზრდა ქალის ცხვირში, ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0