ავარია ვანში: დაღუპულია 50 წლამდე ქალი

© Sputnik / Seyran Baroyanსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადგილიდან მიიმალა

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ვანში, სოფელ ზეინდარში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილზე დაიღუპა 50 წლამდე ქალი, მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


ყველა ახალი ამბავი
0