Tbilisi Jazz Festival–ზე რავი კოლტრეინი და Miles Electric Band-ი დაუკრავენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიჯაზ-ფესტივალი Koktebel Jazz Party
ჯაზ-ფესტივალი Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაზ-ფესტივალი „იუნესკოს“ ეგიდით იმართება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში, ჯაზის საერთაშორისო დღეს, დიდ საკონცერტო დარბაზში, რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯაზ-ფესტივალზე ცნობილი საქსაფონისტი, ჯონ კოლტრეინის შვილი რავი კოლტრეინი და Miles Electric Band-ი დაუკრავენ.

საღამოს სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი იქნება.

თბილისის 21-ე ჯაზ–ფესტივალი ამერიკული ჯგუფ  Miles Electric Band–ის კონცერტით დაიხურება.

წელს თბილისის ჯაზ–ფესტივალი ნაცვლად შემოდგომისა, გაზაფხულზე ტარდება. 

ფესტივალის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ფესტივალის ჯაზის საერთაშორისო დღესთან დამთხვევა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 30 აპრილს აღნიშნავენ.

თბილისში პირველი ჯაზ-ფესტივალი 1978 წელს გაიმართა. ტრადიცია 1998 წელს კომპანია Eastern Promotions-მა აღადგინა, რომელიც ჯაზის მოყვარულმა ოთხმა ენთუზიასტმა მეგობარმა დააფუძნა.

ყველა ახალი ამბავი
0