თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
მარკეტის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
მარკეტზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა — სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ჩაი, თაფლი და თაფლის პროდუქტები, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია.
ღონისძიებას, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა.
ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა ხვალ, საღამოს 22:00 საათზე დასრულდება.