ვინ მოკლა თურქეთში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია - ოჯახის ვერსიები

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე სტამბულის ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ლუხუმ ჯანჯარია თურქეთიდან დღეს დილით გადმოასვენეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თურქეთის საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ „გია კუტაისკი“ მოკლეს

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში, ქალაქ იზმირში სამუშაოდ რამდენიმე კვირის წინ წავიდა. ჯანჯარია სტამბულის ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი რიგითმა მოქალაქეებმა იპოვეს.

როგორც ოჯახი ვარაუდობს, მამაკაცი იზმირში მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მისი ცხედარი სტამბულში გადაიტანეს და სკვერში დატოვეს. ამასთან, მათი განმარტებით, მამაკაცი ქართველების მიერაა მოკლული, თუმცა, მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ.

გარდაცვლილის შვილის, ლევან ჯანჯარიას თქმით, ცხედრის ამოცნობა რთული იყო, რადგან მამაკაცი დიდი ხნის გარდაცვლილია და ასევე დაზიანებები აღენიშნება. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და პასუხები ორ თვეში გახდება ცნობილი.

მოკლულის ოჯახი საეჭვო გარემოებების გარკვევას და გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0